სალომე სამადაშვილი ქართულ მედიაში გამოყენებულ რუსულ პროპაგანდისტულ მეთოდებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდები იყო გამოყენებული და ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და მოქალაქეს მოუწოდა მოვიდეს 20 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ.„მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ მასალას, სადაც რუსული პროპაგანდისტული მეთოდები იყო გამოყენებული და რომლითაც  ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გმირს, აწ გარდაცვლილ სენატორ მაკკეინს  დაესხმა თავს. ასევე, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და სხვა ყოფილ თუ მოქმედ დიპლომატებს,  რომლებიც დღემდე აქტიურად იცავენ ჩვენს ინტერესებს.მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც „იმედის“ მხრიდან გახდა თავდასხმის ობიექტი, ხშირად თავს ესხმიან რუსული ნტვ, რაშა თუდეი და სხვები.  რა აერთიანებს დანიელ ფრიდს, კურტ ვოკერს, დავით კრამერს, მეთიუ ბრაიზას და სხვა ადამიანებს? ისინი არიან პირები,  რომლებიც ყველა ადმიანისტრაციის პირობებში მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას ნატო-ში, გამოირჩევიან სრულიად უკომპრომისო პოზიციით რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით და რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე.სწორედ ამიტომ არიან ისინი  რუსული პროპაგანდისტული საშუალებებისთვის სამიზნე. თუმცა, მათ ახლა დაემატა ქართული ერთ-ერთი ძირითადი ტელეარხი „იმედი“, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს. ტელეიმედი საკუთარი სიუჟეტით თავს ესხმის არა რომელიმე ამერიკელ დიპლომატს, ის თავს ესხმის ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალს და ეს ხდება იმ ფონზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თუ არ ვცდები პირველად, გუშინ ვიხილეთ აშშ-ის საელჩოსთან მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელიც „ქართული ოცნების“ სატელიტმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გამართა.სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევანი გახდეს ქვეყანა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ნატო-ს წევრი, მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და მოქალაქეს, მოვიდეს 20 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანას დაეპატრონა და საკუთარი მედიასაშუალებებით ცდილობს გზა-კვალი აუბნიოს საქართველოს მოქალაქეებს“,- განაცხადა სამადაშვილმა. 

ენმ-ის ლიდერები ბერლინში შეხვედრებს მართავენ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ.  შეხვედრის ფარგლებში ძალა ერთობაშიას ლიდერები გერმანიის  ქრისტიან დემოკრატიული კავშირის გენერალურ მდივანს, ბუნდესტაგის წევრ პოლ ზიემაკს და პარტიის საერთაშორისო ოფისის დირექტორ ბერტილ ვენგურს შეხვდნენ.  განხილვის მთავარი თემა  ქვეყნის რეგიონალური მდგომარეობა და უპირველს ყოვლისა საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება იყო. ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის დახმარება,  რომელსაც ქრისტიან დემოკრატიული კავშირი  ენმ-სა და გაერთიანებულ ოპოზიციას გაუწევს.ასევე, ჩვენი მოკავშირე გერმანული პარტიის ეკონომიკური ექსპერტების მონაწილეობას პროგრამის განხილვაში და აქტუალიზაციაში. 

გრიგოლ ვაშაძემ ვროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

9-10 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაში.ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა EPP-ის პრეზიდენტ ჟოზეფ დოლთან, ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების ლიდერებთან და ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებთან.შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ეკონომიკური მდგომარეობა, დემოკრატიის ხარისხის მკვეთრი ვარდნა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და რუსთავი 2-ის ოლიგარქის მიერ ხელში ჩაგდება, 20 ივნისის მოვლენები და იმ ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც საკუთარი კონსტიტუციური უფლებებისა და სახელმწიფოს ღირსების დასაცავად იბრძოდნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მიერ ოდირის რეკომენდაციების უპირობო შესრულებას.ასევე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და კრემლის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე საფრთხეებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების პერსპექტივას.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს პრეზიდენტი იწყალებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან კონკრეტულ განმარტებას ითხოვს, თუ ვისი დავალებით მოაწერა მან ხელი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალებას.„ჩვენ დღეს გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ანტისახელმწიფოებრივ და აღმაშფოთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პირველმა პირმა, უფრო ზუსტად კი  ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტად დანიშნულმა მიიღო. საქმე ეხება 21 წლის ახალგაზრდა პოლიციელის თარეშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას, რომელსაც ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი.გასაგებია რომ მას დაავალეს ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია თუ ვინ დაავალა. თუმცა, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დასახელდეს კონკრეტული პიროვნებები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს მკვლელობაში ბრლდებულის შეწყალებას.დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის ფარისთვის მუშტის დატყმაზე, გავრილოვის ღამის მონაწილე ჩვენ ვაჟკაც ბჭებს 7 წლიანი პატიმრობით ემუქრებიან, ხოლო პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს, 3 წლის შემდეგ ათავისუფლებენ.ესაა შეურაცხყოფა არამხოლოდ მუკბანინაის ოჯახის, არამედ პოლიციელების. როგორ უნდა იგრძნოს რიგითმა მოქალაქემ ამ ქვეყანაში თავი დაცულად, როდესაც თვითონ პოლიციელები არ არიან დაცულები. ზურაბიშვილმა საფრანგეთში ყოფნის დროს განაცხადა, რომ თილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა განცხადებას ამ თემაზე, ჩვენ მოვითხოვთ რომ ორშაბათსვე განუმარტოს საზოგადოებას თუ ვისი დავალებით მოაწერა ხელი შეწყალების აქტს. ჩვენ არ მივიღებთ ორაზროვან და აბსურდულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება.  ველოდებით კითხვებზე პასუხს და აუცილებლად მივიღებთ მას, რადგან საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება რომ საქართველოს კრიმინალების მფარველი პრეზიდენტი ჰყავდეს“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „კგბ“-ს ოფიცერი დაინიშნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ დიმიტრი შაშკინის განცხადებით,  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დიმიტრი ლეჟავას სახით, „კგბ“-ს ოფიცერი დაინიშნა, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აგრძელებს ქართული უსაფრთხოების განადგურებას და „ეს შვიდის წლის წინ დაიწყო".როდესაც დააკავეს ჩვენი მებრძოლი ოფიცრები, ის ხალხი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ფედერაციის ჯარებს, როდესაც ისინი შემოდიოდნენ საქართველოში, ამის მერე ყველაზე დაცულ ობიექტებზე შეიყვანეს რუსი ჯაშუშები. ობიექტებზე, რომლებზეც ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ობიექტებზე, სადაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრი შევდიოდი უზარმაზარი პროცედურების გავლის შემდეგ. ამის შემდეგ გადასცეს რუსეთს ჩვენი სამხედროების ბაზები, რომლის მიხედვით, ზოგი ჩვენი სამხედრო ოფიცერი დაკავებულია, ზოგი სამწუხაროდ რუსი „ქილერის“ მიერ მოკლული.შემდეგ დაგვინიშნეს პრეზიდენტი, რომელმაც დაადანაშაულა ჩვენი სამხედროები ცხინვალის დაბომბვაში და რომლის განცხადების საფუძველზეც, რუსეთი ჩვენი გენერლების გასამართლებას ითხოვს. ესეც არ იყო საკმარისი და უშიშროების სამინისტროში ყოფილი „კგბ“-ს გენერალი დანიშნეს, ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოფილი „კგბ“-ს ოფიცერი დანიშნეს. ოფიცერი, რომელიც მსახურობდა „კგბ“-ში, როდესაც რუსთაველზე 9 აპრილს დაიღვარა სისხლი. ყოფილი „კგბ“-ს ოფიცერი არ არსებობს. ნურავის ჰგონია, რომ ბევრი დრო გავიდა და რამე შეიცვალა. მინდა, ვინც არ იცის შევახსენო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა გაიტანა საქართველოდან არქივი, „კგბ“-ს ოფიცრების დოსიეები და პირადი საქმეები. ეს ყველაფერი ახლა არის მოსკოვში. არ უნდა იყო დიდი ექსპერტი, რომ მიხვდე, თუ რამდენად დიდი ბერკეტი აქვს რუსეთს ამ ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად“, - აცხადებს შაშკინი. 

ენმ მთელს საქართველოში
503 Service Unavailable

Service Unavailable

The server is temporarily unable to service your request due to maintenance downtime or capacity problems. Please try again later.