Share
UNM UNM
Video Gallery

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიაში“ შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, წარმოვადგინოთ, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება მოხდეს და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი, სატელეფონი კოდის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა. მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.