წელს ყურძნის ფასი 60 თეთრი იქნება, სახელმწიფო კი სუბსიდირებაზე უარს ამბობს

წელს ყურძნის ფასი 60-70 თეთრი იქნება, რაც გასული წლის ფასებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. ასევე, სახელმწიფო უარს ამბობს სუბსიდირებაზე. ასეთია ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადება, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა მთავრობის მხრიდან გლეხის დაცივნაა. „ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ  წელს ყურძნის ფასი გაცილებით ნაკლები იქნება ვიდრე შარშან. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა სამაგიერო გადაუხადოს და პასუხი აგებინოს კახელ  გლეხს იმ შედეგისთვის, რაც „ ქართულმა ოცნებამ“ კახეთში გასული წლის არჩევნებზე მიიღო. იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებას ბოლო 7 წლის განმავლობაში ეზრუნა და ხელი შეეწყო გლეხისთვის, პირიქით, ის მთლიანად დამოკიდებული გახადა მონსტრ ქარხნებზე, რომლებიც პირდაპირ ადგენენ ფასებს და არ აინტერესებთ თუ რა ჯაფა გასწია გლეხმა წლიდან წლამდე. ჩვენ გვახსოვს 2012 წელი, როცა ივანიშვილი თავის შანტრაბასთან ერთად კარდაკარ დადიოდა და კახელ გლეხს ეუბნებოდა რომ თურმე დაცივნა იყო თეთრი  ყურძზნის ფასი, რომელიც იმ დროისთვის 1 ლარს შეადგენდა. დღეს კი მთავრობა გვეუბნება, რომ მისი ფასი 60-70 თეთრი იქნება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით დღეს ამ თანხას რა მყიდველუნარიანობაც გააჩნია. ამ ყველაფერთან ერთად, მთავრობა ამბობს, რომ სუბსიდირება არ იქნება. ის უბრალოდ გამოჰყოფს 20 მილიონ ლარს, ისიც მხოლოდ  სახელმწიფო ქარხნებისთვის. ამ 20 მილიონით დარჩენილ ყურძენს შეიძენენ სასპირტედ. ანუ, გამოდის, რომ სახელმწიფო დარჩენილ ყურძენს 40-50 თეთრად შეიძენს, დაამზადებს სპირტს, რომლის რეალიზებაც ჩინოვნიკების მაფიოზური კლანის მიერ მოხდება.მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ამით კახელი გლეხი თავს არ დაგაჩაგრინებთ და ის პასუხი, რომელიც მათგან გასულ წელს მიიღეთ, უფრო მკვეთრი გახდება იმ ღალატის გამო, რომელსაც მათ მიმართ ჩადიხართ“ - აღნიშნა ბოტკოველმა.

სამადაშვილი: "იმედის" ეთერში გასული ფილმი ხელისუფლების დაკვეთითაა შესრულებული

“რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ხოლო საქართველო მსვერპლად - ანუ გარკვეულია ვინ არის აგრესორი და ვინ მსვერპლი” – ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ფილმს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა. „ორი დღის წინ, იმედის ეთერში გავიდა ფილმი, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსულ გზავნილებს 2008 წლის ომზე, ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი  ქართულ ტელეარხზე გავიდა და არა „ოერტეზე“, ან „რაშა თუდეიზე“.გასაგებია, რომ ფილმი საქართველოს ხელისუფლების დაკვეთითაა შესრულებული, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ არის ფილმის ავტორი და მოვუწოდებთ იმედს, გაასაჯაროოს ამ ფილმის ავტორების ვინაობა.დღეს კი გვსურს მათ, ტელეკომპანია იმედს და ხელისუფლებას შევახსენოთ:რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ხოლო საქართველო მსვერპლად - ანუ გარკვეულია ვინ არის აგრესორი და ვინ მსვერპლი. პუტინმა თავად აღიარა, რომ ომი ჯერ კიდევ 2006 წელს დაგეგმა. 2014 წლის ყირიმის მოვლენებმა კი ყველფერი საბოლოოდ ცხადი გახადა.რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მიზანს წარმოადგენდა: 1. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლა 2. სახელმწიფოებრიობის დასუსტება  3. ეკონომიკის დანგრევა   4. საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის ბოლო მოეღო 5. დასუსტებული ქვეყანის, რუსეთის ზეგავლენის სფეროში მოქცევა ეს სტრატეგიული ამოცანები ვერ შერსულდა, საქართველომ გააგრძელა განვითარება, გაგრძელა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ჩვენ, ჩვენს მოსაგებ ომს ვიგებდით მშვიდობთ, სწრაფი ეკონომიკური ზრდით, მშენებლობითა და განვითარებით. დღეს, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის, ერვონული ვალუტის გაუფასურებისა და ჩიხში შესული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ფონზე, როცა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, საქართველო სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე, დემოკრატიული სივრცე კი ფაქტიურად ქრება, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი სწორედ ‘მშვიდობიანად” უგებს საქართველოს ომს. და ივანიშვილზე, იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც მოიწვია და პარლამენტის სპიკერის სავარძელში დასვა ბატონი გავრილოვი, უკეთესი მოკავშირე, რუსეთის დღეს არ ჰყავს. თუმცა, პუტინისა და ივანიშვილის ინტერესები, რომ მკვეთრად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნისას, ეს ჩვენმა საზოგაოდებამ 20 ივნისს დაამტკიცა, და შესაბამისად, ივანიშვილის ხელისუფლებაც ფსკერისკენ სწრაფი დაშვების რეჟიმის გემს დაემსავსა.ხელისუფლებისაგან, რომელიც მზად არის თვალები დათხაროს საკუთარ მოქალაქეებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ხელისუფლებისაგან, რომელიც პოლიტიკური რეპრესიებს ახორციელებს და ანადგურებს დამოუკიდებელ მედიას, არ უნდა გაგვიკვირდეს სტრატეგია, რომელიც აირჩია საკუთარი ამომრჩევლის, თუ ესეთი კიდევ არსებობს, შესანარჩუნებლა. ეს სტრატეგია ერთდერთ გზავნილზეა დასული, გზავნილზე, რომ 2008 წლის ომი წინა ხელისუფლებამ, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო და განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, ივანიშვილს ომი მაინც არ დაუწყია. ივანიშვილის ამ მორიგ სიცრუეს, რა თქმა უნდა არ მიიღებს ჩვენი საზოგადოება, რომელმაც იცის, რომ ეს გზავნილი გარდა იმისა რომ უტიფარი და უსინდისო ტყულია. იცის, რომ ეს გზავნილი ნიშნავს: უარის თქმას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ჩვენი სამხედროების გასასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალზე.ჩვენ მივმართავთ ჟურნალისტურ ქარტიას  საკუთარი შეფასება გააკეთოს ამ ფილმთან დაკავშირებით. მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ებრძვიან ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას, რომ ასევე შეფასება გააკეთონ ამ სამარცვინო ფილმთამ დაკავშირებით. და მე პირადად, მივმართავ იმედის ჟურნალისტებს: რუსეთის სტრატეგია, ივანიშვილი და მისი პოლიტკური პროექტი, განწირული კრახისთვის, ამიტომ, მოგიწოდებთ, მომავალში მონაწილეობა არ მიიღოთ რუსულ პროპგანდისტულ პროექტებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ხელისუფლება ამ ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება, და ქართული სახელმწიფო და მისი ინტერესები კი დარჩება.  

სრული თანხვედრაა ე.წ. „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს - ასე პასუხობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს.„ყველას უნდა გვესმოდეს, მაშინ როდესაც თავად საქართველოს ოფიციალური პირები (მათ შორის ისინი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში) საკუთარი მოქალაქეების მიმართ სამხედრო აგრესიას და „გენოციდს“ „აღიარებენ“ - ეს რუსეთის სასარგებლოდ მოწყობილი თამაშია, რომლის მიზანია: მოხდეს საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის დაკანონება; შეიქმნას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების სამართლებრივი საფუძველი;ჩვენი გმირ სამხედროებს დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.„გუშინ 7 გვისტოს, რუსეთის მხრიდან საქართველოზე სამხედრო თავდასხმის დღეს, რომელსაც ასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება გმირ სამხედროებს გაიხსენებდა, ოკუპანტის მიმართ პრინციპულ მიდგომებზე ისაუბრებდა და ერთიანობის აუცილებლობაზე გააკეთებდა აქცენტს. ოლიგარქ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“კი ეს დღე დაპირისპირებისათვის გამოიყენა, თავს დაესხა ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საკუთარ სახელმწიფოს დააკისრა.ეს არ იყო შემთხვევითი. ქართული ოცნების „თვალსაჩინო“ სახეები საზოგადოების წინაშე ორგანიზებულად წარსდგნენ წინასწარ მომზადებული გზავნილით, სადაც 90% საკუთარი სახელმწიფოსა და სამხედროების დადანაშაულებაა . რუსეთი მხოლოდ ზედაპირულად ახსენეს, პუტინი კი, მათ განცხადებებში  საერთოდ არ ყოფილა ნახსენები. იმის პარალელურად, როცა ჩვენი პარტნიორები, დასავლური სახელმწიფოს ლიდერები საქართველოს დეოკუპაციას მოითხოვენ, ოცნება რუსეთის აგრესიის „გაპრავებით“ არის დაკავებული. ეს გზავნილები რუსულ აგრესიულ პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია. გავიხსენოთ ზურაბიშვილის მთავარი საარჩევნო გზავნილი - საქართველომ დაბომბა „მძინარე“ ცხინვალი. ვოლსკის ტექსტები, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ჩაშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები, არ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები. საქართველომ რუსეთის ფედერაციას შესთავაზა რამდენიმე სამშვიდობო გეგმა, მათ შორის ეუთოს  სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, აგრეთვე დათანხმდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინიტრ შტაინმაიერის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე - ყველა ეს გეგმა სწორედ რუსეთის ფედერაციამ ჩაშალა. უშუალოდ 6  და 7 აგვისტოს ჩვენ მივმართეთ ყველა სამშვიდობო ზომას, რათა ვითარების ესკალაცია არ მომხდარიყო. ამ ღონისძიებების შესახებ დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში იყო.საქართველოს ხელისუფლებამ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო სწორედ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით. სწორედ ქართველი სამხედროების ქმედებების შედეგად გამოყვანილ იქნა ათასობით ადამიანი. სხვათაშორის სწორედ ამ თავდაცვით ,მოქმედებებს აფასებენ ოცნების წარმომადგენლები პროვოკაციად. მეტიც, რუსული დიპლომატია ქართველი პოლიტიკოსების მსგავს გზავნილებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ოკუპაციის ლეგიტიმაციის მიზნით საერთაშორისო ურთიერთობებში და სასამართლოებში იყენებს. ამის მაგალითია სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდების წარდგენა ჰააგაში, რაც მხოლოდ დასაწყისია. გავიხსენოთ 10 ივლისისპ უტინის განცხადება, რომ თითქოს საქართველომ 1918-1920 წლებში აფხაზეთის ოკუპაცია და ცხინვალის რეგიონში გენოციდი მოახდინა. რუსეთს აქვს კონკრეტული გეგმა საქართველოს დანაწევრებისთვის შექმნას პოლიტიკური, დიპლომატიური და სამართლებრივი საფუძველი. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული ხელისუფლება მანამ,სანამ საქართველოს დანაწევრების პროცესი შეუქცევადი არ გახდება.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოქალაქეს, ზვიად კუპრავას პატიმრობა მიესაჯა. „დღეს ივანიშვილმა ქვეყანაში ის პირველი პრეცედენტიც დაუშვა, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, საქართველოს მოქალაქის არა უბრალოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემას გულისხმობს, არამედ სისხლის სამართლებრივ პატიმრობაში მიცემას გულისხმობს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოქალაქე ზვიად კუპრავას მიესაჯა პატიმრობა 9 თვით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მსგავსი რამ არ მომხდარა არც ერთი ხელისუფლების პირობებში. არც წინა ხელისუფლებს პირობებში და არც იმის წინა ხელისუფლების პირობებში. ეს არის ღია დიქტატორული ნიშნები.უბრალოდ, მოსამართლის აუგად მოხსენიებისთვის აპატიმრებთ ადამიანს, ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს უკვე. დიახაც, სისხლის სამართლის კოდექსში არის 266-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, თუკი იგი სასამართლო დარბაზში შეურაცხყოფას მიაყენებს სამართალწარმოების მხარეებს, ანუ სასამართლო დარბაზში უშუალოდ, მაგრამ ეს მუხლი ამოქმედდება სასამართლოს დარბაზს მიღმა, სასადილოში და ა.შ. ეს არის უკვე იმის მკაფიო სიგნალი და პრეცედენტი, რომ ხვალ და ზეგ ნიკა მელია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, თუკი ქუჩაში შეაგინებს ან აუგად მოიხსენიებს მოსამართლეს, შესაძლებლობა უჩნდება ხელისუფლებას, ის დააკავოს“ -განაცხადა მელიამ. ის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებასაც ეხმაურება.„პოლიტიკურ ლიდერებს ხომ დასდევთ, ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს ქვეყანაში ხომ დასდევთ და დევნით სამართლებრივად და ამით მილიარდ ზიანს აყენებთ სახელმწიფოს და ახლა, ყველაზე წარმატებულ მედია მენეჯერებს და ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანს იბარებთ საქართველოს პროკურატურაში, იმიტომ რომ მასზე განახორციელოთ ზეწოლა? და რის მიღწევა გინდათ ამით ხალხნო?“ - განაცხადა მელიამ.

ვინ არის სამართალდამცავი, რომელმაც 20 ივნისის ღამეს დაზარალებულებს შეურაცხყოფა მიაყენა

სამართალდამცავი, რომელმაც შეკვეთილში, აქციაზე,  მაკო გომურს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, ზუგდიდის ადგილობრივი არჩევნების დროს, პარლამენტარი თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენით გმოიყვანა საარჩევნო უბნიდან,  2012 წლამდე პოლიციიდან ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ტარების გამო იყო გათავისუფლებული.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. მისივე თქმით, აღნიშნული პირი, მამუკა ჯანანაშვილი, პოლიციაში 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ აღადგინა და ის ახლა ბახვის პოლიციის უფროსია.  „შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველოს ბახვის პოლიციის განყოფილების უფროსმა მამუკა ჯანანაშვილმა, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძეს  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან დიასამიძემ  20 ივნისს, გავრილოვის ღამეს დაზარალებულები დაიცვა. ეს ადამიანი არის  გახარიას სახე, გახარიას პოლიციის სახე. ეს ადამიანი ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ, თუდნაც ზუგდიდის არჩევნების დროს, როცა მან პარლამენტარ თინა ბოკუჩავას საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. თუნდაც მაშინ, როცა 2012 წლამდე ის პოლიციის რიგებიდან გავუშვით. ეს ის ადამიანია, რომელიც პოლიციაში მუშაობის დროს პოლიციისთვის განკუთვნილ საწვავს საკუთარი კეთილდღეობისთვის ყიდდა. ის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის, ახლა კი სუს-ის თანამშრომლის, სოსო იაშვილის მფარველობის ქვეშაა“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.   

ზურაბ მელიქიშვილი: ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული, მათთვის დაანგარიშება ძველი კურსით უნდა მოხდეს

იმისთვის, რომ ლარის რეკორდულმა გაუფასურებამ ქვეყანა კიდევ უფრო არ გააღარიბოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელიუფლებას 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა. „ლარი კვლავ გაუფასურდა, რაც  მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას, 700 ათასი პენსიონერისთვის გაუფასურებულ პენსიას, დოლარსი კრედიტის მქონე 530 ათასი ადამიანისთვის პირდაპირი დარტყმის მიყენებას ნიშნავს. ლარის გაუფასურება გამოიწვევს ფასების მატებას როგორც საკვებ პროდუქციაზე, ასევე საწვავზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე.რატომ ხდება ეს? შემცირდა ინვესტიციები. არცერთი ინვესტორი არ მოისურვებს ინვესტიცია ერთი ოლიგარქის ქვეყანაში ჩადოს.რეგულაციები, რომლებიც მოქმედებს საქართველოში, პირდაპირ მორგებულია ოლიგარქთან და მასთან დაკავშირებულ კლანებზე. ასევე, ბიუჯეტის არასწორი და არამიზნობრივი ხარჯვა. განუსაზღვრელად დიდი პრემიები და დანამატები ჩინოვნიკებისთვის. ხელოვნურად შექმნილი აიპები, სადაც ათასობით პარტიული აქტივისტია დასაქმებული რა უნდა გაკეთდეს?ხარჯების შემცირება. მათ შორის პრემია დანამატების სრული აკრძალვა. მავნებელი რეგულაციების გაუქმება, რომელიც ინვესტორებს გზას უკეტავს და არის ნიშანი, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ უნდა გააკეთონანტოკორუფციული ნაბიჯების გადადგა, რათა ყველა დონეზე გამეფებული კორუფცია აღმოიფხვრასუნდა გადაიდგას ნაბიჯები ინვესტიციის მოსაზიდადრადგან ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს იმ ადამიანებს, რომლებთაც კრედიტი დოლარში აქვთ აღებული, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს  ბანკებთან კონსუტაციები და მათთვის დაანგარიშება წლის დასაწყისში არსებული კურსით უნდა მოხდეს.სხვა შემთხვევაში ქვეყანა უფრო გაღარიბდება და უფრო მეტი ადამიანი წავა ემიგრაციაში.“

ენმ მთელს საქართველოში