
პროექტის განხორციელება 2005 წლის სექტემბერში დაიწყო და სტიქიური უბედურებებისა და განსაკუთრებული სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებდა.
პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწია წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაჭისა და წყალტუბოს მოსახლეობას, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის სახელით მათ პირველადი მოხმარების ნივთები (ტანსაცმელი და პროდუქტი) გაეგზავნათ.
2006 წლის იანვარში გაზის დეფიციტის განმავლობაში თბილისისა და ქუთაისის მოსახლეობას უსასყიდლოდ გაურიგდა პური, შეშა და ნავთი.
2006 წლის ზაფხულში კოდორის მოვლენების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის სახელით კოდორის მოსახლეობას რამდენიმე ტონა პირველადი მოხმარების საგნები (ფქვილი, შაქარი, ზეთი, მარილი, ტანსაცმელი, ლეიბები და საბნები) და სამშენებლო მასალები (ბლოკები და კოტეჯების ასაშენებლად საჭირო მასალა) გაეგზავნა.