Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 



პატრინოტი

პროექტ ”პატრინოტის” განხორციელება ნაციონალურმა მოძრაობამ 2005 წელს დაიწყო. პროექტი გულისხმობდა პატრიოტული სიმღერებისა და სამხედრო მარშების კონკურსების მოწყობას, საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენასა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება (თითოეულ გამარჯვებულს ჯილდოდ 2000 ლარი გადაეცემოდა და ჩაიწერებოდა მათი ნაწარმოებები).

პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა. მონაწილეებს მოეთხოვებოდათ განაცხადისა და ნაწარმოების აუდიო ჩანაწერის წარდგენა.

პროექტმა მთელი ქვეყანა მოიცვა. განცხადებები ნაციონალური მოძრაობის ყველა რაიონულ და რეგიონალურ ოფისში მიიღებოდა.

2005 წლის შემოდგომაზე პირველი კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც 800-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის შვიდი გამარჯვებული გამოვლინდა. ესენი არიან: როკ-ჯგუფი ”მძიმე ჯვარი”, მარიკა კვალიაშვილი, ზაზა წურწუმია, ლექს-სენი, დათო არჩვაძე, იაკობ ბობოხიძე, ვაჟა აზარაშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცათ დაწესებული ჯილდო, მათ მიერ წარმოდგენილი სიმღერები კი ერთ ალბომად ჩაიწერა. გარდა ამისა, ერთ-ერთი გამარჯვებულის - ლექს-სენის სიმღერაზე ჩაიწერა მუსიკალური კლიპი ”პატრიოტები მოდიან”.

დასკვნითი კონცერტი 23 ნოემბერს ჩატარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

2006 წლის გაზაფხულზე მეორე კონკურსი ჩატარდა, რომელშიც 500 კონკურსანტი მონაწილეობდა. გამოვლინდა რვა გამარჯვებული. ესენი არიან: ალექსანდრე ხახიშვილი, ჯუბა ჯანდიერი, ნუნუ დელიაშვილი, ნუგზარ თუშიშვილი, ლილიკო ნემსაძე, ლუიზა დუდაევა, მერაბ ფარცხალაძე, ნუნუ გაბუნია.

კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის - ლუიზა დუდაევას სიმღერაზე შეიქმნა მუსიკალური კლიპი.

დასკვნითი კონცერტი 26 მაისს ჩატარდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

2007 წლის მაისში მესამე კონკურსი გაიმართა. მასში 500-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. 40 საუკეთესო სიმღერიდან, რომელიც პროფესიულმა ჟიურიმ კონკურსის პირველ ეტაპზე გამოავლინა, მაყურებელმა საუკეთესო 8 სიმღერა შეარჩია. ფინალური 8 სიმღერიდან ჟიურიმ 3 საუკეთესო დააჯილდოვა.

სიმღერაზე ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” შეიქმნა მუსიკალური კლიპი.

1.             ზუმბა – ზუმბა და მეგობრები "გამარჯობა აფხაზეთო შენი”

ტექსტი - გალაკტიონ ტაბიძე და ზაზა კორინთელი -  I ადგილი

                2.             ნანა კალანდაძე – აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ბურჯანაძე და თეატრალური უნივერსიტეტის კვარტეტი. "ძველებური მგზავრული” – II ადგილი

 ტექსტი – ნანა კალანდაძე

3.             სეიშენი – სეიშენი და მართვე. "ჩვენი სიმღერა” – III ადგილი

ტექსტი – კონსტანტინე ნიშნიანიძე

4.             ზაზა წურწუმია – ჯგ. "ვივო” და თაკო გაჩეჩილაძე."შინ დაბრუნება”

ტექსტი - მანანა გურგენიძე

5.             უჩა პატარიძე –  დავით არჩვაძე და მეგობრები. "აფხაზეთს”

ტექსტი – ნუნუკა გურალია

6.             ჭაბუკა ამირანაშვილი – ნინო ჩხეიძე და ანს. ივერონი. "ისევ დავბრუნდებით”

ტექსტი – გიორგი კორახაშვილი

7.             ნუნუ დუღაშვილი – თეატრალურის უნივერსიტეტის კვარტეტი."ჰიმნი საქართველოს”

ტექსტი -  ჯანსუღ ჩარკვიანი  

8.             ოლეგ ხარიტონოვი – ოლეგ ხარიტონოვი და ვალერია სეროვა. "ამაყი ქვეყანა”

ტექსტი – ოლეგ ხარიტონოვი

9.             ბაიარ შაჰინი – ბაიარ შაჰინი, რონდო, ჩვენებურები "ჰო რა გინდა?”

ტექსტი – ფარნა ჭილაძე  ჟიურის სპეციალური პრიზი.

10.           ოთარ რამიშვილი – ოთარ რამიშვილი "უნდა შევრიგდეთ”

ტექსტი – ოთარ რამიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სპეციალური პრიზი

 

სახელი:

ელ-ფოსტა:

კომენტარი: