Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 



ნუ დაივიწყებ წარსულს, აღმოაჩინე შენი ქვეყანა

2005 წლის ზაფხულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდებოდა პროექტი ”ნუ დაივიწყებ წარსულს, აღმოაჩინე შენი ქვეყანა”.

პროექტის საქმიანობის ძირითად მიზანს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, მოვლა-პატრონობისა და პოპულარიზაციის საქმეში საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვა წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში სტუდენტების მონაწილეობით მოეწყო რამდენიმე ექსპედიცია, დასუფთავდა რამდენიმე ციხე-სიმაგრე და ეკლესია. მათ შორის კოჯრის ციხე, ძველი ხიბულას ჯიხა, პარნეულში წერაქვის ღვთისმშობლის ეკლესია, ბორჯომში გოგიას და პეტრეს ციხე.

2006 წელს პროექტი კლუბ ”ტაძრის” სახით ჩამოყალიბდა.

მისი შექმნისა და მენეჯმენტით უზრუნველყოფის შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კლუბი საზოგადოებას გადასცა. ამ მიზნით 2006 წლის 20 მაისს გაიმართა პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელშიც კერძო კომპანიებმა და საზოგადოების ცნობილმა სახეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ფორაქიშვილების დარბაზში ხელი მოაწერეს მემორანდუმს.

კლუბ ”ტაძარში” გაწევრიანება ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეუძლია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ვინც თვლის, რომ ამ მოძრაობას ინტელექტუალურ, მენეჯმენტის, ფინანსურ თუ სხვა ნებისმიერი სახის დახმარების გაწევას შეძლებს.

კლუბ ”ტაძრის” მისამართია: ქ.თბილისი, ვ. ბერიძის 9.

www.temple.ge

სახელი:

ელ-ფოსტა:

კომენტარი: