Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 



პატრიოტი

”პატრიოტი”    სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც საზაფხულო პატრიოტულ ბანაკებში მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიურ დასვენებას გულისხმობს.

პროგრამა 2005 წელს დაიწყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით და დღესაც მისი მეთვალყურეობის ქვეშაა.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის  N345 განკარგულების თანახმად, განხორციელდა პროგრამა ”პატრიოტი”: მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა შვიდი ადგილი (წალენჯიხა, ვარციხე, ხელვაჩაური, ბაკურიანი, ბაზალეთი, საგარეჯო და ლაგოდეხი), სადაც მოეწყო ბანაკები.

პროგრამა ”პატრიოტი”  მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ფიზიკურად ძლიერი  და სულიერად ჯანსაღი ახალგაზრდობის აღზრდას, ახალგაზრდებში მაღალი ზნეობრივი თვისებების ჩამოყალიბებას, გაცვლითი პროგრამების, ტრენინგ-სემინარებისა და სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარებას.

2005 წელს პროგრამაში 16-20 წლის 15 000 მოსწავლე-ახალგაზრდა მონაწილეობდა. პროგრამა 10 ნაკადად განხორციელდა. თითოეული ნაკადი ხანგრძლიობა 10 დღე იყო, ხოლო თითოეულ ნაკადზე ერთ ბანაკში 225 მოზარდი ისვენებდა. ბანაკები განთავსებული იყო ლაგოდეხში, ბაზალეთზე, ბაკურიანში, წყალტუბოსა და ვარციხეში.

2006 წელს პროგრამაში 15-22 წლის 30 000 მოსწავლე-ახალგაზრდა მონაწილეობდა როგორც საქართველოს ყველა რეგიონიდან, ისე - საზღვარგარეთის ქვეყნებიდან (ირანი-ფერეიდანი, თურქეთი-ლაზები, აზერბაიჯანი, სომხეთი). ასევე, ბანაკებში სამაჩაბლოსა და აფზახეთის ომის ვეტერანთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილებმა (სულ 500 მოზარდი) დაისვენეს. პროგრამა 11 ნაკადად განხორციელდა. თითოეული ნაკადი ხანგრძლიობა 11 დღე იყო, ხოლო თითოეულ ნაკადზე ერთ ბანაკში 405 მოზარდი ისვენებდა ლაგოდეხის, ბაზალეთის, ბაკურიანის, საგარეჯოს, ვარციხის, ხელვაჩაურისა და სქურის ბანაკებში.

პატრიოტული ამბები

სახელი:

ელ-ფოსტა:

კომენტარი: