გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ზალიკო უდუმაშვილმა აწყვერელების ოჯახს ახალი წელი მიულოცა

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი აწყვერელების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.

მან ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები მიუტანა.

"იმის ნაცვლად, რომ ეს ბავშვები ფიქრობდნენ კარგ განათლებაზე, მათი მშობლები კი ფიქრობდნენ თუ სად ასწავლონ შვილებს, ეს ოჯახი ფიქრობს როგორ გამოკვებოს სამი შვილი, ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი ბავშვები იფიქრებენ განათლებაზე და არა იმაზე ყოველდღიურად როგორ გამოიკვებონ. მინდა მათ მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა, წარმატება და გახარება" - ზალიკო უდუმაშვილი

"ამ ოჯახზე სახელმწიფო არ ზრუნავს, ისე უნდა აღიზარდონ ისინი, რომ გაჭირვება არ იგრძნონ. ამიტომ მხოლოდ ახალ წელს კი არა, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადავდგათ დახმარების მცირედი ნაბიჯი, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ასეთი ოჯახებით დაინტერესდეს და იზრუნოს მათზე" - თენგიზ გიორგაძე