გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი დიდ დ

თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი დიდ დიღომში მცხოვრებ 29 წლის გიორგი ხუციშვილს სახლში ესტუმრა. გიორგი დაუნის სინდრომის მძიმე ფორმით არის ავად. 1 წლის წინ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. მიზეზი, სახლში მრავალი წლის წინ დაგებული პარკეტია. გიორგი დედასთან - მანანა ხუციშვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც უმუშევარია. "დახმარებისთვის მივმართე როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, ქალბატონ შორენა ბუხრაშვილს, მაგრამ 1 წელია, ამაოდ ველოდები რეაგირებას" - აცხადებს მანანა ხუციშვილი