გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ნიკა მელია სოფელ საქაშეთის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია სოფელ საქაშეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. სოფლის მოსახლეობის ძირითად პრობლემას მთავრობის მიერ ბუნებრივი აირის გაყვანასთან დაკავშირებით გაცემული პირობა წარმოადგენს, რომელიც ამ დრომდე არ შესრულებულა. ასევე, სამედიცინო ამბოლატორიისა და საბავშვო ბაღის არარსებობა. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, ადგილობრივი თვითმმართველობა გაცემული პირობების შესრულებაზე უარს ამბობს და მიზეზად სოფლის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერას ასახელებს.