გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ნიკა მელია მუხიანი 2-ში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია მუხიანი 2-ში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, დასახლებაში ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემებია - მოუწესრიგებელია გზა, სანიაღვრე სისტემა, კანალიზაცია, არ არის ნაგვის ბუნკერები და მუნიციპალური მომსახურებაც თითქმის არ ხდება. ნიკა მელიამ მერიას და გლდანის გამგეობას ადგილობრივების პრობლემებით დაიტერესებისა და მათთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდა.