გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

მირდატ ქამადაძის პრესკონფერენცია, პატრულ-ინსპექტორის გია ხალვაშის გათავისუფლების თაობაზე

საზოგადოებას კარგად ახსოვს ბათუმის მოვლენების შემდეგ ერთ-ერთი დაკავებულის სასამართლო პროცესზე პატრულ - ინსპექტორის, გია ხალვაშის განცხადება, რომლითაც სუსსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ფაქტი დადასტურდა. თავიდანვე გამოვთქვამდით ეჭვს, რომ ხელისუფლება ამ პოლიციელის შევიწროებას დაიწყებდა. სამწუხაროდ, ეჭვები გამართლდა და გუშინ გია ხალვაში სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება პოლიციელებს და ასევე ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს: 1. პატივი სცეს შრომისმოყვარე და პატიოსან პოლიციელებს, რადგან არ შეიძლება პოლიციელს მოექცე, როგორც ბალასტს. 2. კანონმორჩილი პოლიციელების დევნა შეწყვიტოს. 3. ვინაიდან გია ხალვაში გახლავთ სუსსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების მსხვერპლი, აუცილებელია მისი გათავისუფლება საჯარო გახდეს, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია თუ რის საფუძველზე გაათავისუფლეს გია ხალვაში.