გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

მაჭავარიანი: დღეს ყველაზე მაღალი საგარეო ვალია ბოლო პერიოდის განმავლობაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ეკონომიკის თემა „შეაყარე კედელს ცერცვივით“ არის ჩვენს მთავრობისთვის.

”1,7 პროცენტი - მინდა დაიმახსოვროთ ეს ციფრი კარგად. სწორედ ეს არის მიზეზი იმ გაჭირვების, იმ უნიათობის და უცოდინრობის, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს. თქვენ ხართ კმაყოფილი იმით, რომ აქ ლამაზად ლაპარაკობთ, მაგრამ ქუჩაში როგორც გახვალთ, ეს თქვენი კმაყოფილება გადავა უკმაყოფილებაში. თქვენ აბოლუტურად არაადეკვატური ხართ იმ მოთხოვნილებების, რაც ქართველ ხალხს აქვს. თქვენ უნიკალური რამ გააკეთეთ და შეძელით ის, რომ 2011 წელზე ნაკლებია საქართველოდან ექსპორტი. დღეს არის ყველაზე მაღალი საგარეო ვალი ბოლო პერიოდის განმავლობაში. 15 მილიარდ დოლარს უტოვებს თქვენი მთავრობა მომავალ თაობებს გადასახდელად. ეს არის იმ უნიათობის გადასახადი, რასაც შეუსრულებელი ბიუჯეტი ჰქვია, რასაც ვალების აღება ჰქვია”, - განაცხადა მაჭავარიანმა.