გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ლილოს დასახლებაში, წამალაშვილების ოჯახს ზალიკო უდუმაშვილი ესტუმრა

ლილოს დასახლებაში, წამალაშვილების ოჯახს ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი ესტუმრა. 70 წლის ანა წამალაშვილს მარჯვენა ფეხი ამპუტირებული აქვს, დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და შესაბამისად, მუდმივ მკურნალობას საჭიროებს, რასაც ფინანსური შესაძლებლობების არქონის გამო ვერ ახერხებს. ანა წამალაშვილს, 2008 წელს მინიჭებული სოციალურად დაუცველის სტატუსი, რამდენიმე თვეა, ჩამოართვეს. მიზეზი, სოციალური აგენტის გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომელმაც ჩათვალა, რომ ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი ფართი საკამარისზე მეტია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელი.