გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ივანიშვილმა მოკლა თავისუფალი სიტყვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ეკა ხერხეულიძე იმედოვნებს, რომ დღეს მიმდინარე „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლეები ობიექტურები იქნებიან და ურთმელიძებრთა ოჯახში არ ჩაეწერებიან.

„საზოგადოების ყურადღება სააპელაციო სასამართლოსკენაა მიპყრობილი, სადაც "რუსთავი 2"-ის საქმე განიხილება. და ეს ხდება მასინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის სარჩელის განხილვა არ დასრულება, ასევე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და მეგობარი ქვეყნის ლიდერები საკუთარ განცხადებებში სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ. საყურადღებოა ისიც, რომ პრემიერმა, რომლის სიტყვასაც არანაირი ფასი არ აქვს, განაცხადა, რომ არცერთ შემთხვევაში არ გაგრძელდებოდა "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა, სანამ არჩევნები არ დასრულდებოდა. ის მოსამართლეები, რომლებიც დღეს განიხილავენ საქმეს, ბუნებრივია მათ მიმართ ნდობა არ მაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ არ ჩაეწერებიან ურთმელიძებრთა ოჯახში. „რუსთავი 2“ ერთადერთ ტელვიზიად დარჩა, რომელსაც აქვს საშუალება არჩევნებამდე მიმიდნარე მოვლენები გააშუქოს. სხვა მხრივ ივანიშვილმა მოკლა თავისუფალი სიტყვა.“