გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ირაკლი ნადირაძემ ფარცხალაძის დანაშაულებრივი საქმი

ირაკლი ნადირაძემ ფარცხალაძის დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა. „წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება შემდეგი - კომპანიას, რომელიც 2010 წლიდან ითხოვდა მიწის ადგილმონაცვლეობას, მიწა დაჩქარებული წესით, კანონდარღვევით მოუნაცვლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მფლობელი ფარცხალაძე გახდა. ამავე დოკუმენტში ჩანს, რომ ოთარ ფარცხალაძე მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ ითხოვს 4, 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, სადაც დაგეგმილი იყო რეკრეაციული ზონის შექმნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მილიონერი და ახლა ის მერიისგან ითხოვს ამ მილიონს კიდევ მილიონები შეემატოს და ყველას, ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდეს. ჩვენ მოვითხოვთ თბილისის მერისგან ნუ ჩაიდენს მორიგ დანაშაულს და შეაჩეროს ამ საკითხის განხილვა, ნუ დაარღვევს მოსახლეობის ინტერესებს. „