გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა ჯარის მეთოდური განადგურების და დეგრადაციის შესახებ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს აცნობოს. ტელევიზიით თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მესვეურები რეალურ მდგომარეობას არ აჩვენებენ. მივმართავთ პრეზიდენტს, ძალოვანი, თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის სტრუქტურები, პროკურატურა მთლიანობაში განიხილოს და შესაბამისი ზომები მიიღოს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის, უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს თავდაცვის უნარიანობის შესაბამის დონეზე ყოფნისთვის. მოგიწოდებთ, ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვიოთ’’ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.