გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ აკაკი ბობო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ტყიბულელმა მეშახტეებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, სამწუხაროდ, საწარმოები შესაძლოა დახურვის გზით წავიდეს. „ელისო ჩაფიძემ ტყიბულის პრობლემები ლამის მიხეილ სააკაშვილს დააბრალა. „ქართულ ოცნებას“ მოკლე მეხსიერება აქვს და არ ახსოვს რას დაპირდა 2012 წელს ხალხს. 2006 წლამდე, შახტები უბრალოდ გაჩერებული იყო. პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ყველა მაღარო ფეხდაფეხ გვაქვს მოვლილი, რომ ისინი ამუშავებულიყო. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ არც იკადრა, რომ რომელიმე მაღალჩინოსანი მეშახტეებთან გამოჩენილიყო. უფრო მეტიც, ბიძინა მართალი პირდებოდა მათ, რომ ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ უამრავ მაღაროს გახსნიდა. ასევე პრობლემაა ის, რომ შეიძლება მეშახტეები ნომინალურად იგივე ხელფასს იღებენ, რასაც 2011-ში, მაგრამ დღეს ის ფული სხვა ფულია და იმის ნახევარიც არაა. ტყიბულელმა მეშახტეებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, სამწუხაროდ, საწარმოები შესაძლოა დახურვის გზით წავიდეს. „