გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დევნილებს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილი და ბესო შენგელია მუხიანის მეორე მიკრო რაიონში დევნილთა დასახლებაში იმყოფებდნენ. დევნილების საცხოვრებელი სახლის წინ ''არქი ჯგუფი'' მრავალსართულიან კორპუსს აშენებს. მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, შენობიდან სამშენებლო მასალა იყრება და მაცხოვრებლებს ბავშვების სათამაშოდ გამოშვების ეშინიათ. ენმ შესაბამის უწყებებს მოუწოდებს დევნილებს ყურადღება მიაქციონ და მათი უფლებები დაიცვან.