ვიდეო გალერეა
ენმ პარტიული სიის ფორმირების წესი
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ენმ პარტიული სია ეფუძნება ოთხ პრინციპს:
- განახლება
- განგრძობადობა
- წარმომადგენლობითობა
- გამჭვრივალობა
განახლება ენმ გუნდში ახალი სახეების წარმოჩენას გულისხმობს, რომლებსაც ერთის მხრივ მოაქვთ ახალი იდეები, ხოლო მეორეს მხრივ, თავისი კომპეტენციითა და პროფესიონალიზმით, ამდიდრებენ პარტიას;
მიუხედავად ზეწოლისა და რეპრესიებისა, ენმ-ს გუნდმა შეინარჩუნა ერთობა და დაამტკიცა პრინციპების მიმართ ერთგულება. ეს წარსულის კრიტიკულად გააზრებასთან ერთად, უზრუნველყოფს სახელმწიფოს განვითარებისა და მშენებლობის გამოცდილების განგრძობადობას სიაში;