გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ მადლობას უხდის ყველას, ვინც "გაზპრომის" საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა მიიღო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა მადლობა გადაუხადა გუშინ, "გაზპრომის" საწინააღმდეგო აქცია - ცოცხალ ჯაჭვში მონაწილე ყველა მოქალაქეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინ, ჩვენს მიერ ორგანიზებულ აქციას - სიმბოლურ ჯაჭვს შემოუერთდა, რომელიც კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე გაიმართა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ივანიშვილს და მის მთავრობას უთხრა, რომ არ დაუშვებს ქვეყნის უკუსვლას. ჩვენმა აქციამ შედეგები გამოიღო, მთავრობამ შეცვალა თავისი რიტორიკა, შეცვლის თავის პოზიციებსაც, მაგრამ საბოლოო გამორჯვება იქნება პოქტომბერში, როცა მთავრობას გავისტუმრებთ. მთავრობას, რომელიც მზადაა დათმოს ქვეყნის ნაციონალური ინტერესები. "