გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ-ის წარმომადგენლები სოფელ ლეხაინდრაოში მცხოვრებ 66 წლის მურად სულუხიას სახლში ესტუმრნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია, სოფელ ლეხაინდრაოში მცხოვრებ 66 წლის მურად სულუხიას სახლში ესტუმრნენ, რომელსაც პარკინსონის მძიმე ფორმა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სულუხია უმძიმეს სოციალურ პირობებში იმყოფება, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაურკვეველი მიზეზით შეუჩერდა. ლეხაინდრაოში მცხოვრები მურად სულუხიას მეზობლებმა არაერთხელ მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, მუნიციპალურ სამსახურებს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია. ნიკა მელიამ მინისტრ სერგეენკოს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.