გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ენმ ბიზნესზე, კონკრეტულად კი „ჯორჯიან მანგანეზზე“ ზეწოლის შეწყვეტას ითხოვს

“ამჯერად ბიძინა ივანიშვილი კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელში ჩაგდებას ცდილობს, რომლის მფლობელი ამერიკული კომპანიაა და რომელიც ჭიათურის მანგანუმს, ზესტაფონის ფეროსა და ვარციხე ჰესს აერთიანებს. ამ პროცესში ჩართულია სასამართლო, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო ინსპექცია, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტრო“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ ისაუბრა.