გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

#თავისუფლებანადიასავჩენკოს

დღეს, თავისუფლების მოედანზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან უკრაინის შეირაღებული ძალების ოფიცრის, ნადეჟდა სავჩენოს გატაცება გააპროტესტა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და საპარლამენტო ფრაქიებმა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“, „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები“, „ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ სავჩენკოს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. აღნიშნულის შესახებ პარტიამ და საპარლამენტო ფრაქციებმა დეკლარაცია შეიმუშავეს. #FreeSavchenko #თავისუფლებასავჩენკოს