გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

დავით ბაქრაძე ხომულში ადგილობრივებს შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე წყალტუბოს რაიონის სოფელ ხომულში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. როგორც მოსახლეობამ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან საუბარში აღნიშნა, სოფლის ძირითად პრობლემას მოუწესრიგებელი გზა წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთშია გაკეთებული, დარჩენილ ტერიტორიაზე კი მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ სასწრაფო დახმარებაც ვერ ახერხებს ასვლას. ადგილობრივებმა შეხვედრაზე წყლის პრობლემაზეც ისაუბრეს.