STOP ბიძინა

უკვე თითქმის სამი წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ოცნების ხელისუფლება სრულებით უუნარო, უნიათო და არაკომპეტენტურია. არაფერი რასაც ხალხს დაპირდნენ არ გაკეთდა.ქვეყანა გაჩერებეულია, ხალხი ღარიბდება, ლარი გაუფასურებულია. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას დაასვა მთავრობა , რომელიც მხოლოდ საკუთარი ნათესავების და ოჯახის წევრების დასაქმებასა და გამდიდრებაზე ზრუნავს.

ერთადერთი გამოსავალი ამ უნიათო და არაფრისმაქნისი მთავრობის მოშორებაა.

და ეს 2016 წელს ასეც იქნება. მომავალ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და ქართული ოცნების მმართველობა დასრულდება და ქვეყანას  მიეცება შესაძლებლობა განვითარების.

ამასთანავე, 2016 წელს ჩვენ დავასრულებთ ჩვენი თანამებრძოლების და მეგობრების პოლიტიკურ პატიმრობას და ყველა პატრიოტი, ვინც ივანიშვილის რეჟიმმა დაატუსაღა თავისუფლებას მოიპოვებს!

2016 წელი გამარჯვების წელი იქნება!

ამ გვერდზე თქვენ შეგიძლია იხილოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიციირებული მრავალფეროვანი კამპანიები, რომლებიც აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის მავნებლურ პოლიტიკას, თავგასულობას და უტიფარ ტყუილებს

STOP ბიძინა

კამპანიის სიახლეები

STOP ბიძინა

ვიდეო ბლოგი

კამპანია