საპროტესტო ჯაჭვი 6 მარტს #არაგაზპრომს


2006 წელს, შუა ზამთარში, რუსეთმა საქართველოს გაზის მოწოდება შეუწყვიტა. ქვეყანა რამდენიმე წამში 90-იანი წლების კატასტროფას დაუბრუნდა, როცა სიბნელე და სიცივე ყოველდღიურობა იყო. მას შემდეგ საქართველო, ნაბიჯ-ნაბიჯ, რუსული ენერგიისგან დამოუკიდებელი გახდა. აშენდა ახალი ჰესები, დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან. დღეს კი, ივანიშვილის მთავრობამ, საზოგადოების ზურგს უკან რუსულ ენერგომონსტრთან ფარული მოლაპარაკება დაიწყო, რის შემდეგაც გაძვირდება გაზი, საქართველო მუდმივი შანტაჟის ქვეშ მოექცევა. შევიკრიბოთ კვირას, 6 მარტს, 14:00 საათზე და ცოცხალი ჯაჭვით უარი ვუთხრათ ივანიშვილის მთავრობის საზიანო ქმედებას! არა გაზპრომს!

საპროტესტო ჯაჭვი 6 მარტს #არაგაზპრომს

კამპანიის სიახლეები

საპროტესტო ჯაჭვი 6 მარტს #არაგაზპრომს

ვიდეო ბლოგი

კამპანია