გაზიარება
UNM UNM
მედია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ერთი წლის წინ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს. მისი მკვლელი, რუსეთის მოქალაქე რაშიდ კანჯი ოღლი, დღემდე დაუსჯელია და აფხაზეთის ( საქართველო) ოკუპირებულ რეგიონს აფარებს თავს. ის ინტერპოლის მიერ მხოლოდ 2017 წლის მარტიდან იძებნება.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობა მოქმედი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია. რუსეთის მოთხოვნით საოკუპაციო ხაზის მომიჯნავე სოფლებიდან სპეცრაზმის გამოყვანამ ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველი დატოვა და რისკის ქვეშ დააყენა. საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა ვერ შეძლეს ოთხოზორიას მკვლელზე დროულად გამოცხადებულიყო საერთაშორისო ძებნა.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებს ერთი წლის წინ მომხდარი სასტიკი დანაშაულის გამო და მოვითხოვთ – გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის მისაღწევად, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში გაააქტიუროს მუშაობა რუსეთზე ზეწოლისთვის, დამნაშავის საქართველოს მხარისთვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად.