გაზიარება
UNM UNM
მედია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

2017 წლის 23 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ გახდა საქართველოს უმთავრესი პარტნიორი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის კუთხით. ამ წლების განმავლობაში აშშ განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მტკიცედ იცავს საქართველოს ინტერესებს ევროატლანტიკური მისწრაფების განხორციელების პროცესში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ის წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციონალური რეფორმის განხორციელების საქმეში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და კიდევ უფრო გაღრმავდა 2009 წ. ვაშინგტონში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით.

ქართველი ხალხი აფასებს მეგობარი ამერიკელი ხალხის დახმარებას ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში.