გაზიარება
UNM UNM
მედია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება  1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით

 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ   დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატარა.

1991 წლის 31 მარტს, 1921 წლის რუსული, საბჭოთა ოკუპაციიდან  70 წლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეთა 99%-მა ხმა მისცა  ახალი  ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას და თავისუფლებისთვის ბრძოლის ახალ ეტაპს.

1991 წლის 31 მარტი ისტორიული მნიშვნელობის დღეა იმ თვალსაზრისითაც, რომ რეფერენდუმი  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა,  დღეს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.

ენმ  ღრმა პატივისცემას გამოხატავს იმ პოლიტიკურ მოღვაწეთა მიმართ, რომელთა თავდადებული ბრძოლის და პატრიოტიზმის მეოხებით,  ქართველ ხალხს მიეცა შესაძლებლობა აღედგინა დაკარგული  დამოუკიდებლობა.

ამ გამარჯვებაში განუზომელია ეროვნული მოძრაობის ლიდერის და პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას როლი, რომელმაც საბჭოთა პერიოდში აღმართა თავისუფლების და სიმართლის დროშა საქართველოს სახელით.

სწორედ ამ დამსახურებისთვის, გამოხატა რა ქართველი ხალხის ნება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას მიანიჭა ეროვნული გმირის წოდება.  

ენმ აცხადებს, რომ ერთგულია 31 მარტის ეროვნული იდეალების და ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის  სრულ დეოკუპაციამდე.