გაზიარება
UNM UNM
მედია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზალბერის გათავისუფლებას მოითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკიდურესად შეშფოთებულია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, გერმანელი დიპლომატისჰერბერტ ზალბერის ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო.

ზალბერმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლ ბიბილოვს  სამხრეთ ოსეთის .. პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული დიპლომატი ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო განცხადებას აკეთებს. თუმცა, მისი ყველა განცხადება, დღემდე რეაგირების გარეშე დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ.

მიგვაჩნია, რომ მისი განცხადებები უხეშად ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რადიკალურად განსხვადება ევროკავშირის ოფიციალური პოზიცისაგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას მტკიცედ უჭერს მხარს. შესაბამისად, აღნიშნული დიპლომატის მიერ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის რანგში საქმიანობის გაგრძელება, პირდაპირ ზიანს აყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებს.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ მოითხოვოს  ზალბერის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და აღკვეთოს მისთვის მანდატის გაგრძელება.

მიგვაჩნია, რომ გერმანელი დიპლომატის მიერ გაკეთებული უპასხუსმგებლო განცხადება, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლები მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, რომლის შედეგადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და ანექსიის პროცესის საკითხი, მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. სწორედ საქართველოს ხელისუფლების პასიური დიპლომატიური პოლიტკის შედეგად გახდა შესაძლებელი ევროპელი დიპლომატის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა.