გაზიარება
UNM UNM
მედია

ენმ: ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის იგნორირებას ახდენს

საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთის მიყოლებით ახდენს საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის  მოთხოვნათა  იგნორირებას.


ამჯერად საქმე ეხება  პუტინის პროპაგანდისტს, „კომსომოლსკაია პრავდას“ და „იზვესტიას“ ყოფილ რედაქტორს, აჟამად  რადიოსადგურ  „ლაპარაკობს მოსკოვის“ მთავარ რედაქტორ ვლადიმირ მამონტოვს. ის  პუტინის  ადგილობრივი პროპაგანდისტების მოწვევით იმყოფება თბილისში, პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან მიხაილ შვიდკოისთან ერთად. 


ვლადიმირ მამონტოვს არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ  -  საქართველოში (აფხაზეთში)  იმ გზით შემოსვლით, რაც ითვალიწინებს კანონის შესაბამის რეაგირებას. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასეთი ფაქტის გამო,  2009 წელს მას  საქართველოს საზღვარი არ გადმოაკვეთინეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  განმარტება , რომ მისთვის უცნობია  მამონტოვის მიერ ზემოთ ხსენებული კანონის დარღვევის სხვა ფაქტის შესახებ, 2009 წელს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით კი ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა გასულია, მორიგი გამოვლინებაა აღნიშნული უწყების  დანაშაულებრივი უმოქმედობის და  საქართველოს ხელისუფლების კოლაბორაციონისტული ბუნების.  

არსებობს  უტყუარი მტკიცებულებები, რომ მამონტოვი 2014 წლის აპრილშიც  იმყოდებოდა აფხაზეთში, ამ შემთხვევაშიც საქართველოს კანონის დარღვევით.


მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნები.