გაზიარება
UNM UNM
მედია

ენმ ულოცავს ყველას საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ისტორიულ ნაბიჯის გადაგმას საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე.

სავიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელს ხდის შეუფერხებლად, დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მოგზაურობას შენგენის ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი გამარჯვება, ისევე, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება (2014 .), ქართველი ხალხის ურყევი ნების შედეგია, რომელიც მყარად უჭერ მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ ეს მტკიცე პოზიცია არ აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას შესაძლებლობას, გადაუხვიოს ქვეყნის განვითარების ევროპული ვექტორიდან.

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ქვეყნის ევროპული მომავლისთვის შექმნილმა მყარმა საფუძველმა, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დღევანდელ წარმატებაში.

უვიზო რეჟიმის მისაღწევად აუცილებელი აქტიური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანამ ჯერ კიდევ 2006 წელს, ხოლო მოლაპარაკებები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე 2012 წლის ივნისში დაიწყო. ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში გაუარესებული ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში და ხელისუფლების არაკომპეტენტური პოლიტიკის შედაგად, პროცესი შეფერხდა და რეალური შედეგი 2 წლიანი დაგვინებით  დადგათუმცა, დღეს, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს, ხოლო ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ არ გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის კვლავ გაუქმება.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ევროპის სახალხო პარტიას (EPP), რომლის წევრიც ერთიანი ნაციონალური მოძრობაა. გასული წლების მანძილზე სწორედ ეს პოლიტიკური ძალა უჭერდა მხარს ყველაზე აქტიურად საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემას.

საქართველოს მთავრობას შევახსნებთ, რომ უვიზო მიმოსვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომელიც ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების სტრატეგიის გარეშე, საქართველოს ევროპულ მომავალს შეუქცევადს ვერ გახდის.

ქართველ ხალხს კი, ჩვენის მხრივ ვპირდებით, რომ როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა, გავაგრძელებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ამ მიმართულებით სწრაფ, შედეგებზე ორიენტირებულ, მიზანმიმართულ და მწყობრ პოლიტიკას გავატარებთ.