გაზიარება
UNM UNM
მედია

ენმ შესაბამისი წესის მიხედვით რეგიონებში პოლიტსაბჭოს წევრებს ირჩევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეშვიდე ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოში 40 წევრი რეგიონულ დონეზე გამართულ კონფერენციებზე აირჩევა. რაც შეეხება კვოტების რაოდენობას, მას 2016  წლის არჩევნებზე მიღებული ხმებისა და ამომრჩეველთა რაოდება განსაზღვრავს, რომელიც ფორმულით დაანგარიშდება.

ამ დროისთვის კონფერენციები ჩატარებულია ხუთ რეგიონში - კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ჯამში, რეგიონებიდან 14 პოლიტსაბჭოს წევრია არჩეული.

რეგიონალური კონფერენციებით პოლიტსაბჭოს წევრების არჩევის პროცესი გრძელდება.