გაზიარება
UNM UNM
მედია

ენმ გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ ქრისტეშობას!

ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გულითადად გილოცავთ ქრისტეშობას!

მშვიდობისა და სიყვარულის ამ დღესასწაულში, რომელიც გვასწავლის, რომ ბოროტებას არასდროს ეკუთვნის უკანასკნელი სიტყვა, რომ სინათლე აუცილებლად სძლევს სიბნელეს, რომ იმედი დაამარცხებს უიმედობას, რომ ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება უკეთესი, მრავალი ადამიანი პოულობს სულიერ ძალას ცხოვრების გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ქრისტიანულმა კულტურამ განსაზღვრა ცხადი ორიენტირი იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს ადამიანის და შესაბამისად, პოლიტიკის ზრუნვის მთავარი მიზანი - თითეული და ყოველი ადამიანი.

გისურვებთ სიხარულს, წინსვლას, წარმატებებსა და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა დაცულია, სადაც პიროვნების ღირსება უპირობო და ხელშეუვალია.

მრავალს დაესწარით!