გაზიარება
UNM UNM
მედია

ენმ-ის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ რადიკალურ ცვლილებებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყურადღებით და შეშფოთებით აკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, რაც უკავშირდება ახალი მენეჯმენტის სამ წლიან რადიკალურ გეგმას მაუწყებლის„გარდაქმნის“ შესახებ. არავინ შეიძლება იყოს რეფორმისა და განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში, სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილი გეგმა არა საზოგადოების, არამედ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებზეა მორგებული.

ივანიშვილების ოჯახის ტელევიზიის (GDS) ყოფილი პროდიუსერისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი გენერალური დირექტორ ვასილ მაღლაფერიძის გეგმა ითვალისწინებს შემდეგს: ასამდე გადაცემის დახურვა, თანამშრომლების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ახალი შენობა. ამასობაში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულფასოვანი მუშაობის ხანგრძლივი ვადით შეჩერება. ეს უპასუხისმგებლო კონცეფცია, საარჩევნო წელს  საზოგადოებრივ მაუწყებელს დებატებისა და საზოგადოებრივ –პოლიტიკური გადაცემების გარეშე გვთავაზობს, რაც მაუწყებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა იქნება.

ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ არაერთხელ უღიარებია საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მის მენეჯმენტში უხეშად ჩარევის სურვილები და გეგმები. გამოდიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მეცხრე არხის მიერთების, ხანაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოცი წლით დაფინანსების უცნაური წინადადებებით.

რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წელია ცდილობს მაქსიმალურად და ბოლომდე გააფართოვოს საკუთარი გავლენა მედიაზე, რისთვისაც ყველაზე უხეშ მეთოდების გამოყენებას არ ერიდება. როგორც ცნობილია, მთელ ამ პროცესში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების დახურვითა და სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლით დაიწყო.

საზოგადოებრივ იმაუწყებლის მიმართულებით ივნიშვილის საბოლოო მიზანი, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე საოჯახო ტელევიზიის მიღებაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქნება წინა ხაზზე ბიძინა ივანიშვილისგან სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ერთად ვაიძულოთ ოლიგარქი უკან დაიხიოს. საქართველო არ არის მისი ბიზნეს–აქტივი , რომ საკუთარი ახირების შესაბამისად განკარგოს.