გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ტარიელ ლონდარიძე: თქვენ მიერ დახლეჩილი საარჩევნო ოლქები არ გამოხატავს მოსახლეობის ინტერესებს

”ხელისუფლება არჩევნებში წარმატების მიღწევას არსებული მაჟორიტარული სისტემის მეშვეობით აპირებს - ეს სისტემა ამომრჩევლის ნებასა და ინტერესებს არ ასახავს”, - განაცხადა ლონდარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

დღესვე დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება.