გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

თინათინ ბოკუჩავა - მამაკაცი კოლეგების მხრიდან ქალი პარლამენტარების მიმართ შეურაცხმყოფელ წამოძახილებს აქვს ადგილი

”ნამდვილად მეუხერხულება, რომ ჩემი ყოველი გამოსვლის დაწყებისას თითქმის ყოველთვის მიწევს საპარლამენტო ეთიკაზე საუბარი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რამდენად მიუღებელია ჩემთვის ის წამოძახილები და კომენტარები, რომელიც მოვისმინეთ დღეს ამ დარბაზში კიდევ ერთხელ. 

ქალბატონო მანანა, მინდა მოგმართოთ თქვენ, არა მხოლოდ როგორც ვიცე- სპიკერს, არამედ როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, ძალიან გთხოვთ ნუ გავხდით ამას უკვე მიღებულ პრაქტიკად. როგორც წესი ეს წამოძახილები და შეურაცხმყოფელი კომენტარები არის ხოლმე მამაკაცების მხრიდან ქალი პარლამენტარების მიმართ”, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.