მედია

ახალი ამბები

ენმ ოცნებისგან დასკვნითი აქციის გამართვის თარიღის გამოცხადებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნიკა მელია, ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავს.ნიკა მელიას განცხადაბით ნაციონალური მოძრაობა 2 ოქტომბერს თბილისში მაშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავს, მაგრამ პარტიის რეგიონალური ოფისებიდან მოპოვებული  ინფორმაციით ზუსტად 2 ოქტომბრისთვის კულუარულად აქვს დაჯავშნილი სატრასპორტო საშუალებები ოცნების პარტიულ ოფისებსაც , თუმცა  ხელისუფლება თბილისში აქციის  ჩატარების თარიღს ოფიციალურად  არ ამბობსნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ღონისძიების თარიღის დასასახელებლად ერთ დღიან ვადას აძლევს. 

რესტორანში ბიუჯეტიდან გადახდილი 12 199 ლარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს.დავით კირკიტაძის განცხადებით, ქალაქის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა, ოცნების აქტივისტებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში ბიუჯეტიდან 12 000 ლარზე მეტი გადაიხადეს.„იმის ფონზე, რომ ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა, მაღალი თანამდებობის პირები თავს უფლებას აძლევენ 10 ათასობი ლარი ღრეობებში დახარჯონ.რუსთავის მაგალითზე მინდა ვისაუბრო -  გუშინ, მაღალი თნამდებობის პირებმა, გუბერნატორმა, მერმა,  ვიცე-მერებმა, საკრებულოს თავმდჯომარემ და სხვებმა ბიუჯეტის თანხით იქეიფეს და 12 199 ლარი დახარჯეს. ეს მაშინ, როცა დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალაქეებს ცივი უარით ისტუმრებენ.ეს  არის ამაზრზენი და  მათ თავგასულობას და არაკომპეტენტურობას ადასტურებს.“ 

Pages