მედია

ახალი ამბები

ენმ-დან წასული ჯგუფი პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე უარს ამბობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასული ის მცირე ჯგუფი, რომელმაც პარტიის დატოვების შესახებ განცხადება 12 იანვარს გააკეთეს, პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის დატოვებაზე უარს აცხადებენ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ ისაუბრა. „12 იანვარს გიგა ბოკერიას გუნდმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების თაობაზე განცხადება გააკეთა. მეტიც, მათ თავიანი ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისი ენმ-ის ლანძღვას მოუძღვნეს. დღეს, იგივე ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი არ ტოვებენ ენმ-ის ფრაქციას პარლამენტში. ანუ, მათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებული პოზიციიდან ხმათა უმრავლესობით მოხსნეს და გადაირქვეს სახელი, თუმცა ამის პარალელურად, შესაბამის სამსახურებს პარლამენტში ეუბნებიან, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები არ დაუტოვებიათ. ამგვარი ორმაგი თამაშით და პროცედურული ხრიკებით, ისინი ცდილობენ ერთის მხრივ დააბნიონ საზოგადოება და მეორეს მხრივ შეინარჩუნონ დამატებითი თანამდებობები და გამონდინარე სარგებელი. ჩვენ ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს და ყველა გუკშემატკივარს, რომ არ დავუშვებთ ასეთ უსამართლობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ენმ-ს პარლამენტში წარმოადგენდნენ არა ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ ამ პარტიას, არამედ ის პრლამენტის წევრები, რომლებიც დარჩნენ ენმ-ში და დარჩნენ ერთგული იმ ღირებულებების, რომელზეც ეს მოძრაობა ყოველთვის იდგა.“

Pages