მედია

ახალი ამბები

ენმ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობოებს ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას  ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ჩააყენებს საქმის კურსში რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ანექსიის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევაზე პასუხია და ქვეყანაში მიმდინარე  ღიად და აშკარად გამოხატულ ანექსიას შეეხება.ვხედავთ, რომ რუსეთი სრულ სამხედრო მობილიზაციას ამზადებს საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რითაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოებას და ამ დროს,  ხელისუფლებას ქმედითი პასუხი არ აქვს.  იმ მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საერთაშორისო ორგანიზებს მიმართავს, რათა მათ რუსეთის ქმედებებს შეფასება მისცენ.ვფიქრობ, დროა, რუსეთის აგრესიას ქართული საზოგადოება, მთლიანად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დაუპირისპირდეს.სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ერთიანად შევიმუშავოთ პოზიცია და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.ესაა განსაკუთრებით მნიშველოვანი, რადგან ვხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის, ღია და აშკარა ანექსიის პროცესი მივიწყებას ეცემა.ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია,  ჩვენთან ერთად, ხმას მიაწვდენს საერთაშორისო თანამეგობრობას და მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების ასამოქმედებლად.“

ზურაბ მელიქიშვილი: ამ ცვლილებებს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტში რამდენიმე დღის წინ წარდგენილ  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ხუთ კანონპროექტს შეიცავდა,  დღეს კიდევ ორი კანონპროექტი დაამატა და ის  მცირე და საშუალო  ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა.„საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი  მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას ეხება. შემდგომი, მეორე ეტაპის  საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც  გადასახადების შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას ითვალისწინებს.ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტებით 1. გაუქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ორწლიანი პერიოდი;  2. გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის   ექვსთვიანი პერიოდი.კანონპროექტები გამომდინარეობენ  ნაციონალური მოძრაობის 2016 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი იდეებიდან და მიზნად ისახავენ საარჩევნო დაპირებების ხორცშესხმას“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

Pages