მედია

ახალი ამბები

ენმ-ის ლიდერები EPP-ის დელეგაციას შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფაქტების შემსწავლელი მისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განახლებულ პარტიაზე, წინასაარჩევნო გეგმებსა და არსებულ წინასააარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო პოლიტიკურ დევნას. „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საგარეო პოლიტიკას და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის გეგმებს. ასევე, ვისაუბრეთ 20 იანვრის ყრილობის შემდეგ პარტიის თვისობრივ განახლებაზე“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

Pages