მედია

ახალი ამბები

ვეღარ გააყალბებ - საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების ვინაობა წინასწარაა გადაწყვეტილი

საუბნო საარჩევო კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივანები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარ ჰყავს შერჩეული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მჭიდრო კავშირს“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ვეღარ გააყალბებ“ შტაბის თანათავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.„რამდენიმე საუბნო საარჩევნო კომისიიდან გვაქვს მონაცემები, რომ ამ უბნებზე უკვე გადაწყვეტილი თუ ვინ იქნება თავმჯდომარე, მოადიგლე და მდივანი.  კანონის მოთხოვნით კი, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ (რომელიც ხვალ იმართება) უნდა გახდეს ცნობილი თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოზიციებს.  პროცესები აბსოლუტურად არადემოკრატიულად მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენ პარტიულ წარმომადგენლებს კომისიებში - არ მიიღოთ ამ ფარსში მონაწილეობა. ყველა კომისიაში უნდა დაიწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს მიეწოდებათ.ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში საარჩევნო ადმაინისტრაციის ხელისუფლებასთან გაიგივება უნდა დასრულდეს.“ 

ხელისუფლება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების მიმართეულების ხელმძღვანელ მარიამ გერსამიას განცხადებით, ხელისუფლება „ზოგადი განათლების შესახებ კანონს” არღვევს, რაც მასწავლებლებისა და მოსწავლეების პარტიულ ღონისძიებებზე დირექტორის მოთხოვნით ჩართვას გულისხმობს.  „საარჩევნო პერიოდში, რომელიც დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ კამპანიებში განათლების სექტორში დასაქმებული პედაგოგები აქტიურად ჰყავს ჩართული. ასევე, სკოლების ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მათ აქციებზე ხშირად ვხედავთ არასრულწლოვან მოსწავლეებს. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებას - თავისი სურვილით ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა, პარტიულ აქციებზე მოქალაქეების იძულებით, არაინფორმირებულობით ან მოტყუებით მიყვანა დაუშვებლად მიგვაჩნია.  ამის ერთ-ერთი მაგალითია 16 სექტემბერს, ქ. ზუგდიდში გამართული „ქართული ოცნების“ პარტიული წინასაარჩევნო აქცია, სადაც სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილ აქტივს მასწავლებლები და მოსწავლეებიც შეადგენდნენ. როგორც აქციაზე მყოფი სკოლის მოსწავლეები ამბობდნენ, აქციაზე სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების დავალებით, თხოვნით იმყოფებოდნენ და ბევრმა მათთაგანმა, არც კი იცოდა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერ აქციაზე მიდიოდა (არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულებები). ამით დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ კანონი”, რომლის მიხედვითაც „დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება“. ამ ფაქტზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს სახალხო დამცველსა და სხვა უწყებებს მიმართა, რათა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განახლებული გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მსგავსი ფაქტები სრულად აღმოფხვრილი იქნება.“ 

Pages