მედია

ახალი ამბები

ტყეებში ხანძრების პარალელურად, ივანიშვილის კომპანია რაჭაში უნიკალურ ტყეს ანადგურებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს შეაჩეროს რაჭაში ხე-ტყის ჩეხვა და უნიკალური ტყის განადგურება. საქმე ეხება მთავრობის   2017 წლის 19 მაისის # 990 განკარგულებას, რომელსაც ხელს  პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აწერს და რითაც ივანიშვილის კომპანია „ატუ“-ს რაჭაში,  შაორის ტბის მიმდებარედ 3 500 ძირი ხის მოჭრის ნებართვას აძლებს.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ ისაუბრა. „ჯამში, რაჭაში, ივანიშვილმა და მისმა კომპაიამ 40 000-ზე მეტი უნიკალური ჯიშის ხე მოჭრა. საერთო ფართობზე 168 ჰექტარი. მაშინ, როდესაც თითქმის მთელი საქართველოს ტყეები გადაიწვა და ხანძრების ლიკვიდაცია სრულად არც მომხდარა,  ივანიშვილი  ფულის საკეთებლად ხეების ჩეხვას აგრძელებს.წარმოგიდგენთ ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მერსედესის ტიპის ტვირთმზიდავები (სახელმწიფო ნომრებით MAI-571, MAI-572, MAI-573, MAI-574, MAI-575, MAI-576, MAI-577, MAI-578, MAI-858) ყოველდღიურ რეჟიმში მორებით დატვირთული მიემართება საჩხერეში, საიდანაც უკვე გადამუშავებული სახით გაედინება აღნიშნული ხე-ტყე გაურკვეველი მიმართულებით.მივმართავთ არასამთავრობო და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, დროა დაინტერესდენენ ამ ფაქტით და ერთობლივი ძალისხმევით შევაჩეროთ ეს ბოროტება.  მზად ვარ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს  ვაჩვენო კონკრეტული ადგილი, თუ სად ხდება ხეების განადგურება. ამ ფოტო და ვიდეო მასალას გადავუგზავნით მსოფლიო გარემოსდაცვით ორგანიზაციებსაც. მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვებლივ შეწყვიტონ რაჭაში ხეების ჩეხვა, გამოიყვანონ ტყიდან სპეც-ტექნიკა და ცოცხალი ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გამოვიყენებთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, ცხადია  კანონის ფარგლებში და არ მივცემთ მთავრობის განკარგულებებს ამოფარებულ, ბრაკონიერ ივანიშვილს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას.“

ენმ მმართველ გუნდს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს.აღნიშნულის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა და ბესო შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრე. მათი თქმით, სამარშრუტო ტაქსებზე გასული წლის არჩევნების შემდგომ შემორჩენილია სარეკლამო ბანერები, რაც კანონდარღვევაა. უფრო კონკრეტულად კი,  საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად,  საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაც შემდეგში მდგომარეობს: საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, მუხლი 25 მე-2 ნაწილი - შემოწირულობად ითვლება პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა და მომსახურება. მუხლი 27 - პარტიის მიერ თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულობის საერთო რაოდენობა წელიწადში  არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. მოქალაქემ ან იურიდიულმა პირმა შემოწირულობა შეიძლება განახორციელოს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ნორმებში.ბესო შენგელიას განცხადებით, ზემოთ მოყვანილი წესები დარღვეულია, რადგან დადგენილი თანხა ბევრად აღემატება მოცემულობას.„ჩვენი დათვლებით, მხოლოდ ჩვენს მიერ აღმოჩენილ 20 სამარშუტო ტაქსზე გასული არჩევნების შემდგომ დარჩენილი სააგიტაციო მასალა, თანხაში გადაყვანილი, 181 ათასი ლარია.“ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კი „ეს ყველაფერი ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ფინანსური მონიტორინგის ცხვირწინ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათგან არც ერთ ნაბიჯი არ გადადგმულა რომ აღკვეთილიყო კანონმდებლობის დარღვევა და დღეს ჩვენ ვხედავთ საარჩევნო მანიპულაციის სახით ასეთ კანონდარღვევებს, რომელიც პირდაპირ ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას“.  

Pages