გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:12 / 17 მარტი 2017

ზურაბ მელიქიშვილი: ამ ცვლილებებს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტში რამდენიმე დღის წინ წარდგენილ  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ხუთ კანონპროექტს შეიცავდადღეს კიდევ ორი კანონპროექტი დაამატა და ის  მცირე და საშუალო  ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა.

საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი  მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას ეხება. შემდგომი, მეორე ეტაპის  საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც  გადასახადების შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას ითვალისწინებს.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტებით 1. გაუქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ორწლიანი პერიოდი;  2. გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის   ექვსთვიანი პერიოდი.

კანონპროექტები გამომდინარეობენ  ნაციონალური მოძრაობის 2016 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი იდეებიდან და მიზნად ისახავენ საარჩევნო დაპირებების ხორცშესხმას“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.