გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:47 / 29 ივნისი 2017

ზალიკო უდუმაშვილი: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ამ ქალაქიდან მოშორება იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატ ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხისითი პარკისამ ქალაქიდან მოშორება იქნება.

მისივე თქმით, მოხდება ინვესტორის მოძიება, რომელიც ქალაქში საპარკინგე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, საჯარიმო სანქციებს კი არა რიგითი მოქალაქეები, არამედ თავად ინვესტორი გადაიხდის, რომელიც თბილისის მასშტაბით შეღავათიანი პირობებით გააგრძელებს ოპერირებას.

ყოველდღიურად, არასწორი პარკირებისთვის, ათეულობით თბილისელის მანქანა გადმოჰყავთსითი პარკისსაჯარიმოზე, თუმცა არავინ აქვს პასუხი თუ როგორ უნდა შეძლოს მოქალაქემ დაპარკინგება ქალაქში, სადაც არც ერთი პარკირება არ არსებობს. იმის ნაცვლად, რომ ამ კომპანიას დედაქალქში საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა, შემოვიდა მხოლოდ ერთი ფუნჯით და საღებავით და უბრალოდ დახაზა ქუჩები. ამის შემდეგ კი ის თბილისელებისგან იღებს მილიონობით ბეგარას.

ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმასითი პარკს” 2025 წლამდე, ხოლო მოქმედმა ხელისუფლებამ კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა ამ კომპანიასთან და ისიც გააკეთა, რომ თბილისელებს გაუზარდა გადასახადი. ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხისითი პარკისამ ქალაქიდან ჩამოშორება იქნება. მოვნახავ ინვესტორს, რომელიც ვალდებული იქნება მოაწესრიგოს საპარკინგე ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება მრავალმილიონიან საჯარიმო სანქციებს, გადაიხდის თავად ინვესტორი და არა რიგითი მოქალაქეები. სამაგიეროდ, ინვესტორს შევთავაზებთ შეღავათიან პირობებს”.