გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:29 / 8 სექტემბერი 2018

"ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე EPP-ის პრეზიდენტს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძე ევროპის სახალხო პარტიიის პრეზიდენტს ჯოზეფ დოლს შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა, საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია. მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიციისთვის შექმნილი პრობლემების შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატები ინფორმირებულნი არიან.

„ჩვენს მოკავშირეებს ესმით ის არათანასწორი პირობები, რომელშიც 11 პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი გაერთიანებული ოპოზიცია იმყოფება. სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი თანაბარ გარემოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დაფინანსება და მედია საშუალებებზე წვდომა. შეხვედრებზე, რა თქმა უნდა განვიხილეთ ქვეყნის დეოკუპაციისა და რუსული აგრესიის შეკავების საკითხებიც. ჩვენ მიზანია, დაჩქარდეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია. მოქალაქეების ინტერესები არ უნდა შეეწიროს „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ და ძალადობრივ პოლიტიკას, მით უფრო, რომ 28 ოქტომბრიდან ხელისუფლების ცვლილების პროცესი იწყება”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის ვიზიტი ბრიუსელში ორი დღის წინ დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძეს სხვადასხვა ფორმატში, რამდენიმე მნიშვნელოვაი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.