გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:21 / 9 აგვისტო 2017

ზაალ უდუმაშვილი და გრიგოლ ვაშაძე იანოშ ჰერმანს შეხვდნენ

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდნენ.

საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა. ევროკავშირის ელჩი წინასაარჩევნო გარემოთი დაინტერესდა. ზაალ უდუმაშვილმა ელჩს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ბატონმა ჰერმანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მკაცრად დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობის პროცესს, თუ რამდენად იქნება კავშირში ევროპულ ღირებულებებთან და იმ სტანდარტთან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.

ზაალ უდუმაშვილმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული პროცესების მტკიცე მხარდაჭერისათვის.