გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:12 / 20 ივლისი 2017

ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება დაიწყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება. რისი მაგალითიც რაიონებში სოფლის გამგებლების ხელშეკრულებით გადაყვანაა.

„ყველა რაიონში სოფლის გამგებლები ხელშეკრულებით გადაყავთ.  როგორც ისინი პირად საუბრებში აღნიშნავენ, შემდგომი გადაწყვეტილება მათი დაკავებულ პოზიციებზე დარჩენის თაობაზე, არჩევნებზე მიღებული შედეგებით განისაზღვრება.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ფაქტს მთავრობის იმ დადგენილებით ხსნიან, რომელიც საჯარო მოხელეთა სახელფასო რანგირებას ითვალისწინებას, თუმცა რეალურად ამ დადგენილებას ხსენებულ ფაქტთან საერთო არაფერი აქვს  და უბრალოდ ცდილობენ გადაწყვეტილება ამ დადგენილებას მოარგონ.

ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე მიზანი იკვეთება - 1. ამ ადამიანებს დაუდებენ პირობას, რომ სოფელში კარგი შედეგის ჩვენების შემთხვევაში გაუგრძელდებათ ხელშეკრულება; 2. ხელშეკრულებით მყოფ საჯარო მოხელეებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ აქტიურად ჩაერთონ წინასაარჩევნო კამპანიაში.“