გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:21 / 18 სექტემბერი 2017

ხელისუფლება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების მიმართეულების ხელმძღვანელ მარიამ გერსამიას განცხადებით, ხელისუფლება ზოგადი განათლების შესახებ კანონ” არღვევს, რაც მასწავლებლებისა და მოსწავლეების პარტიულ ღონისძიებებზე დირექტორის მოთხოვნით ჩართვას გულისხმობს.

 

„საარჩევნო პერიოდში, რომელიც დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ კამპანიებში განათლების სექტორში დასაქმებული პედაგოგები აქტიურად ჰყავს ჩართული. ასევე, სკოლების ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მათ აქციებზე ხშირად ვხედავთ არასრულწლოვან მოსწავლეებს. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებას - თავისი სურვილით ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა, პარტიულ აქციებზე მოქალაქეების იძულებით, არაინფორმირებულობით ან მოტყუებით მიყვანა დაუშვებლად მიგვაჩნია.

 

ამის ერთ-ერთი მაგალითია 16 სექტემბერს, ქ. ზუგდიდში გამართული „ქართული ოცნების“ პარტიული წინასაარჩევნო აქცია, სადაც სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილ აქტივს მასწავლებლები და მოსწავლეებიც შეადგენდნენ. როგორც აქციაზე მყოფი სკოლის მოსწავლეები ამბობდნენ, აქციაზე სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების დავალებით, თხოვნით იმყოფებოდნენ და ბევრმა მათთაგანმა, არც კი იცოდა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერ აქციაზე მიდიოდა (არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულებები).

ამით დაირღვა ზოგადი განათლების შესახებ კანონი”, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება“. ამ ფაქტზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს სახალხო დამცველსა და სხვა უწყებებს მიმართა, რათა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განახლებული გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მსგავსი ფაქტები სრულად აღმოფხვრილი იქნება.“